×

24 აპრილი, 2021

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საერთაშორისო მდივანის კახა კუჭავას განცხადება

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო არჩილ თალაკვაძეს გაწეული საქმისთვის. მას ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში მოუწია პარლამენტის თავმჯდომარეობა და ამ საქმეს ძალიან ღირსეულად გაართვა თავი, ხოლო მისი ეს ბოლო გადაწყვეტილება პირველ რიგში მიუთითებს იმას, თუ რამდენად სწორად ხედავს იგი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და რაც ყველაზე მთავარია პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის სამომავლო განვითარებას.
 
რა თქმა უნდა, დიდი მადლობა პარტიის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს და მთელს გუნდს ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადეს - ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, რომელსაც ვიაზრებ და ვთვლი, როგორც ამას ყოველთვის ვამბობდი, რომ გამოწვევები, რომლის წინაშეც ახლა პარლამენტი დგას, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც შესაძლებლობა.
 
ორშაბათიდან, ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს, სადაც ყველა პარტია ერთად უნდა იყოს წარმოდგენილი პარლამენტში.